საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. უმრავლესობის წევრის თქმით, რუსეთი აგრესორია და საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს.
"სამწუხაროა, როცა მეზობელი სახელმწიფო ყველა საერთაშორისო ნორმას იგნორირებას უწევს და მეზობლობის არანის წესს არ აღიარებს, რუსეთი, რომ აგრესორია, სადაო აღარ არის. სამწუხაროდ, რუსეთთან დიალოგის არანაირი მექანიზმი არ გაგვაჩნია, მასთან ამ პრობლემებზე საუბარს აზრი არ აქვს“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება აუცილებელია.
"სწორედ საერთაშორისო საზოგადოებიდან უნდა მოხდეს რუსეთზე ზეწოლის განხორციელება"- აღნიშნა ფოფხაძემ.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ქარელში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს ამონტაჟებენ
მასალის გამოყენების პირობები






