უწყების განმარტებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას. სუს-ის განმარტებით, აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული.
"მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






