მოველით, რომ საქართველოში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, ამის კარგი წინაპირობა კი თავისუფალი მედიაა- დონალდ ტუსკი
პოლიტიკა - 14:53, 08 Jun, 2016     1193
ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა იმ მიღწევებზე ისაუბრა რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა არჩევნების ტესტსაც წარმატებით ჩაატარებს:

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში წარმატებაა მიღწეული და მძლავრი და ძლიერი განწყობაა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან ევროპის მიმართ და დემოკრატიის გაძლიერებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე. ასოცირების ხელშეკრულება ნამდვილად კარგად მიმდინარეობს და აქედან მაქსიმალური სარგებლის მიღება უნდა მოხდეს“- აღნიშნა ტუსკმა.

დონალდ ტუსკი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და არასასიამოვნო ფაქტად შეაფასა კორცხელში განვითარებული მოვლენები და ამასთანავე ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების მნიშვნელობასაც.

„ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული გარკვეული ძალადობის ფაქტები ნამდვილად სამწუხაროა და კარგია, რომ მიღებული იქნება და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, აღიძვრება საქმე და მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ ნათლად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და ეს მოვლენები შესაბამისად შეაფასეთ . აღნიშნული ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა იმისთვის რომ შევამოწმოთ საქართველოს დემოკრატიის მოქნილობა და ძლიერება, ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს. ამის კარგი წინაპირობა კი თავისუფალი მედიაა.“- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციის მსვლელობისას კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.

დონალდ ტუსკის განცხადებით ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ უვიზო რეჟიმის მისაღებად დაწესებული ყველა პირობა შეასრულა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება უახლოეს პერიოდში მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42