"მნიშვნელოვანია ფინანსების მოზიდვა იმისთვის, რათა გარემოს მდგრომარეობა გაუმჯობესდეს"- დიმიტრი ქუმშიშვილი
პოლიტიკა - 13:43, 08 Jun, 2016     1188
,,ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს,-‘’განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში მიმდინარე ,,გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვით მინისტერიალზე გააკეთა.

კონფერენცია სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნეს სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიების ქვეყანაში ჩატარება მნიშვნელოვანია.

,,დღეს მინისტერიალზე იხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის მწვანე ეკონომიკის განვითარება, როგორიც არის მდგრადი ეკონომიკის განვითარება, ასევე, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნების, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და, რა თქმა უნდა საკითხები, რომელიც იქნება დღეს განხილული მინისტერიალის მიმდინარეობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შემდგომში ისინი უნდა აისახოს იმ სტრატეგიებში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია და იმ სამოქმედო გეგმებში, რაც უკვე ყველა ჩვენგანის კეთილდღეობასა და ცხოვრების შესაბამის გარემოზე უნდა აისახოს,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გარემო ევროპისათვის" პროცესი წარმოადგენს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების, გაეროს სისტემაში არსებული ორგანიზაციების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სხვა დაინტერესებული ჯგუფების თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს. აღნიშნული პროცესი და მისი ეგიდით გამართული მინისტრთა კონფერენციები 3-5 წელიწადში ერთხელ იმართება. ეს არის მაღალი დონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის რეგიონის 56 ქვეყნის გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მდგრადი განვითარების მიზნით.

,, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ევროპიდან, ასევე OECD-ის ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფინანსების მოზიდვა, რომელიც არის შესაძლებელი, რომ მოვიზიდოთ იმისათვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარემოს მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს,-‘’განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კონფერენციის ძირითადი თემებია „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“. ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება თემაზე: „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42