GDI საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
პოლიტიკა - 13:04, 08 Jun, 2016     1168
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და საქართველოს კანონში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნოთ მიმართავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო მრავლად შეიცავს ისეთ ნორმებს, რომლებიც არღვევს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს,არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დროულ და ეფექტურ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას. მათ შორის აღნიშნულ ნორმათა მნიშვნელოვან ნაწილზე სამწუხაროდ არაფერი თქმულა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოშიც.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოამზადებული კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია ის ნორმები, რომლებიც შეეხეხბა თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის აკრძალვის კონსტიტუციურობას, 10 წლიანი უფლებამოსილების ვადის ავტომატური შეწყვეტის კონსტიტუციურობას, სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებთ პლენუმის იურისდიქციისა და ნორმათა მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე შეჩერების შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით პლენუმის იურისდიქციის კონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის არსებული მოდელის კონსტიტუციურობას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს სრული ტექსტის გამოქვეყნების ვალდებულების კონსტიტუციურობას, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი კვორუმის კონსტიტუციურობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადებისკონსტიტუციურობას და სხვა.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმათა ნაწილი წინააღმდეგობაშია არამხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან, არამედ კონსტიტუციის სხვა მუხლებთანაც, საქმის განხილვაში მოსარჩელე მხარეა საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/5, ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გამოიყენებს მათ მიერ რწმუნებულებით დელეგირებულ უფლებამოსილებას და თავად წარმოადგენს მხარეს სასამართლოში.- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42