რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა წარმატებული და დემოკრატიული საქართველო - ვიქტორია ნულანდი
პოლიტიკა - 11:43, 08 Jun, 2016     1621

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ძირითადი განსახილველი თემები იყო რუსეთის აგრესია რეგიონში, ასევე საზღვრისა და ხელშეკრულებების დარღვევა. სხდომაზე მომხსენებელად სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო მიწვეული.

ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები ამ თანამშრომლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას დაუთმობს.

"ვარშავის სამიტზე ალიანსი კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ გზავნილს, რაც საქართველოს წევრობაზე 2008 წელს გაჟღერდა. ვცდილობთ ხელახლა მოვახდინოთ ორიენტირება შეერთებული შტატებისა და საქართველოს, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე უსაფრთხოების კუთხით. ეს გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ქართული ჯარები მოვამზადოთ ავღანეთისთვის ან კოსოვოსთვის, არამედ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებული შიდა უსაფრთხოების საჭიროებებსა და ეროვნულ თავდაცვაზე.

რუსეთის ზეწოლის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა წარმატებული და დემოკრატიული საქართველო. ამიტომ ვმუშაობთ მათთან სასამართლოს რეფორმაზე, სამართლის უზენაესობაზე, ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, ასევე ბაზრებზე წვდომის კუთხით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაშიც, რაც გულისხმობს სავაჭრო სარგებლის ნახვას, მაგალითად აფხაზებისთვის. ერთ დღესაც ამ ტერიტორიებმა შესაძლოა მიიღონ უფრო მეტი სარგებელი თბილისისგან, ვიდრე ნებისმიერი მეზობელი სთავაზობს მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ საქართველოს მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები," - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42