საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შეხვდება ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. საუბრის მთავარი თემები ნატო-ს ვარშავის სამიტი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია იქნება. ვიზალიბერალიზაციის საკითხს დღესვე ევროპულ საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები კიდევ ერთხელ განიხილავენ.
„არსებული ვითარებიდან გამომდინარე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე, ამ თვალსაზრისით ბატონი ტუსკი არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი და ბუნებრივია, მისი მხარდაჭერა არის ყოველთვის ძალიან მაღალი. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები, შემდგომ უკვე საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრას ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ცხადია, ნატოს ვარშავის სამიტის წინ ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა გუორგი აბაშიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






