"თეთრ სახლში იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით"- ხიდაშელის შეფასებით აშშ-ში ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს
პოლიტიკა - 10:57, 08 Jun, 2016     4297
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ევროპის საკითხებში ჩარლზ კაპჩანიც ესწრებოდა.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დღის წესრიგი უცვლელია - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობს შორის ურთიერთობებს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში გადაიყვანს. ამ ურთიერთობების შედეგები კი, დროის შემჭიდროებულ ვადებში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრეს. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო მუდმივად გრძნობს ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი კი საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება იყო.

„თეთრ სახლში საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ უკვე თბილისში ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავასრულებთ შეხვედრებს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტში. დღევანდელი შეხვედრა თეთრ სახლში საინტერესო გამოდგა, რადგან იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ევრილ ჰეინსთან შეხვედრამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრი დევიდ კრამერს შეხვდა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორია. დევიდ კრამერი სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური კვლევების უფროსი მკვლევარი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯერ ევროპისა და ევრაზიის (რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი), შემდეგ კი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის უფლებების საკითხებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობაში. 8 ივნისს თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა აშშ-ის ადმინისტრაციულ კონფერენციაზე. გაიმართება შეხვედრები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42