საქართველოს პრეზიდენტმა კარნეგის ცეტნრში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა
პოლიტიკა - 10:55, 08 Jun, 2016     1242

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარნეგის ფონდის ბელგიის ოფისს ეწვია და ევროკავშირის ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და კვლევითი ორგანიზაციებისწარმომადგენლებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს როლზეისაუბრა, როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საუბარი რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. დისკუსიაში მონაწილეებმა ჩვენსრეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს და იმ შემაშფოთებელ გარემოზე ისაუბრეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება.

ხაზგასმით აღინიშნა ბოლო დროს ხურჩაში მომხდარი შემაძრწუნებელი ინციდენტი, როდესაც საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან.

საუბარი მომავალ NATO-ს ვარშავის სამიტსა და ჩვენი ქვეყნისათვის მის მნიშვნელობასაც შეეხო.

დისკუსიაში მონაწილეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც განიხილეს.

მნიშვნელოვანი ყურადღება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მხარს უჭერენ უვიზო რეჟიმისშემოღებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოში საარჩევნო გარემოთიც დაინტერესდნენ. საუბარი ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. ხაზგასმით აღნიშნა ახალი აბრეშუმის გზისპროექტის მნიშვნელობა და ზოგადად საქართველოს როლი, როგორც შემაკავშირებელი აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრუსელში ვიზიტი კარნეგის ფონდში სტუმრობით დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42