დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ავეჯის მწარმოებელ ამხანაგობა კომფორტი დაათვალიერა
პოლიტიკა - 18:31, 07 Jun, 2016     1422
ბათუმის გარეუბანში მდებარე ამხანაგობა „კომფორტს“ დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეწვია. ამხანაგობამ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმოების კომპონენტში და თანადაფინანსების სახით, 15,000 ლარი მიიღო.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქარველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას და მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლებას.

ამხანაგობა „კომფორტი“ ბათუმის გარეუბანში მცირე საამქროს ამუშავებს, სადაც ავეჯს ამზადებს. თუმცა უფრო მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის ამხანაგობის წევრებს დამატებითი მანქანა-დანადგარები ესაჭიროებოდათ, რომლის შეძენის თანხაც არ ჰქონდათ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში მონაწილებამ ამხანაგობის წევრებს საშუალება მისცა შეეძინათ საჭირო ვერტიკალური ჭრის დაზგა. ამ სიახლის მეშვეობით მათი პროდუქციის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამხანაგობის წევრები თბილისის ტექნოპარკში მიიწვია, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ იქ არსებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებს, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში, ინოვაციები საკუთარ წარმოებაში გადმოიტანონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42