ახვლედიანი, ივანიშვილს ურჩევს რომ ჩემოდნები უკვე ჩაალაგოს, რადგან ოცნებას უმრავლესობით მოსვლის შანსი არ აქვს.
"ადამიანები იმედგაცრუებულები არიან, ხელისუფლებამ ნდობის მანდატი გაფლანგა, არ ვიცი ბატონი ბიძინა ხედავს თუ არა ამ განწყობას თავისი შუშის სასახლიდან, თუმცა ფაქტია, რომ ამომრჩეველი იმედგაცრუებულია. რადგან სწორედ ივანიშვილის გუნდის დამსახურებაა ნაციონალების რეინკარნაცია. სამართლიანობის აღდგენის დევიზით მოსულმა ივანიშვილმა არაფერი გააკეთა. ასე რომ მოუწევს ბატონ ბიძინას ჩემოდნების ჩალაგება"- აღნიშნა ახვლედიანმა.
მისი თქმით, ძალიან გაუკვირდება, თუ მმართველმა პარტიამ 30 % -ს მიიღებს.
"გამოდის, რომ ივანიშვილი ისევ პოლიტიკაშია? ანუ თუ ვერ გაიმარჯვებს მაშინ წავა, ანუ ისევ არაფორმალური მმართველია, ჯობია, რომ მართლა ჩაალაგოს ჩემოდანი, რადგან ძალიან მეეჭვება ქართულმა ოხნებამ 30 % ზე მეტი ხმა მიიღოს"- განმარტა ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






