„ბიძინა ივანიშვილის სიძლიერე მის სიმართლეშია “- დიმიტრი ხუნდაძე
პოლიტიკა - 17:24, 07 Jun, 2016     1459
დღეს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ჟურნალისტებთან, ბევრი მოქალაქე ადევნებდა თვალყურს, მათ შორის, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც. პოლიტიკოსები კომენტარს აკეთებენ ყოფილ პრემიერზე და მის შეფასებებზე.

დიმიტრი ხუნდაძე:

-„ალბათ ყველა დამეთანხმება, მათ შორის ჟურნალისტებიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს აჩვენა ძალიან მაღალი კლასი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის. მისი სიძლიერე მის სიმართლეშია. ეს არის მარტივად მოსაუბრე შორსმჭვრეტელი ადამიანი, რომელსაც გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს ბიძინა ივანიშვილის შეფასებები ყველა საკითხზე იყო ზუსტი და კრიტიკული, ორმხრივად ობიექტური. რაც მთავარია, რეალური და არა ვირტუალური. ძირითადი აქცენტები იყო გაკეთებული პასუხისმგებლობაზე, უპირველესად მმართველი გუნდის მხრიდან, ასევე, პოლიტიკური პარტიების, ჟურნალისტების, თითოეული მოქალაქის მხრიდან.

ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ რთულია საზოგადოებას და ხალხს ელაპარაკო მაღალ მატერიებზე, დემოკრატიაზე, როცა ქვეყანაში ბევრს უჭირს, მაგრამ ქვეყანა დღეს სწორად ვითარდება და ამ მიმართულებიდან გადახვევა შეიძლება მნიშვნელოვნად საზიანო აღმოჩნდეს ქვეყნისათვის.

ყველაზე მკვეთრი მესიჯი, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა არის ის, რომ თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მისდამი ნდობას კვლავ გამოხატავს, ის მზად არის გააგრძელოს აღებული პასუხისმგებლობა, თუარადა ის საკუთარ მომავალს გადახედავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42