ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას
პოლიტიკა - 15:57, 07 Jun, 2016     1213
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის პარლამენტის სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტს ჯანი პიტელას შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან სოციალ - დემოკრატების ალიანსიდან - კნუტ ფლეკენშტაინთან, ხავიერ მორენოსთან, დანიელ კარდელასთან, ტომ ბოიმერთან, მარია მუნიზთან საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

,,გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიცილურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებელობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, სოციალ - დემოკრატების ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ალიანსი კონკრეტულ აქტივობებს განახორციელებს აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42