„ეს არის ხალხი, რომელსაც უნდა უნივერსიტეტის განვითარება, წინსვლა და უნდა რომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში იყოს პროგრესული და საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული. ცალსახად ვიზიარებ ამ პოზიციას მეც და სამინისტროც, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს, აყვეს დროს და გუშინდელი მეთოდებით დღეს მუშაობა შეუძლებელია. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში, რომელის გადაწყვეტაც გაიწელა და სტუდენტებს აქვთ სურვილი რომ ეს საკითხები მალე მოგვარდეს. მე მივიღე სტუდენტებისგან დავალება, რომ ძალიან ოპერატიულ რეჟიმში შევეცადო მთავრობაში ეს ყველა საკითხი გადავწვიტო, რასაც დაუყოვნებლივ შევუდგები. სტუდენტები არ ითხოვენ თვითმმართველობის გაუქმებას, ისინი ითხოვენ თვითმმართთველობის ახლანდელი ფორმის, პროგრესული თანაბარუფლებიანი ფორმით შეცვლას.“- განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს იმისთვის, რომ საშუალება მისცეს მათთან კონსტრუქციულად ემუშავათ. ამასთანავე ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ის მოქმედი თვითმმართველობის წევრებსაც შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






