ღია წერილი განათლების მინისტრს
პოლიტიკა - 15:15, 07 Jun, 2016     4770

„საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ინსტიტუტი“ და „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი“ ღია წერილით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას:

„ჩვენი ორგანიზაციები ყურადღებით აკვირდება განათლების სისტემაში, კერძოდ საჯარო სკოლებში მიმდინარე პროცესებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20 მაისის #419 ბრძანებით 2016 წლის 10 ივნისს დანიშნულია საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნები.

სამეურვეო საბჭოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პროცესები მიმდინარეობს საკმაოდ გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობის ფონზე, რაც ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეჭვებს ამძაფრებს ის გარემოება, რომ მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც, კარგად მოგეხსენებათ, უკვე ტრადიციულად დიდ როლს თამაშობს „სკოლა“, როგორც არჩევნებში ხელისუფლების მიერ გამოყენებადი ადმინისტრაციული რესურსი.

ამ პროცესებთან დაკავშირებით ვრცელი საჯარო განმარტება გააკეთა პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა, სადაც არგუმენტირებულადაა დასაბუთებული ის საეჭვო საკითხები, რაც გამოწვეულია პროცესის გაუმჭვირვალეობით.

საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ინსტიტუტი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრთან თანამშრომლობით ქმნის დროებით კომისიას, რომლის ამოცანა გახლავთ მონიტორინგი გაუწიოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების დაკომპლექტების და მათშორის უაშუალოდ არჩევნებს და არჩევნების შემდგომ პროცესს, რათა სამეურვეო საბჭოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გაქარწყლდეს საზოგადოებაში არსებული ეჭვები. კომისია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ორგანიზაციისათვის და მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობისათვის, ასეთი სურვილის შემთხვევაში.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ გამართული საპროტესტო მარშის შემდეგ მინისტრის ცვლილება, ვფიქრობთ მესიჯია იმისა, რომ ხელისუფლება დაფიქრდა სკოლებში არსებულ წინასააჩევნო სიტუაციაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს პირადად შეგხვდეთ და უშუალოდ თქვენგან გავიგოთ თუ რა დამოკიდებულება გაქვთ სამეურვეო საბჭოების დაკომპლექტების პროცესებთან დაკავშირებით და მივიღოთ კომისიის მიერ სამეურვეო საბჭოების დაკომპლექტების პროცესში, მონიტორინგის შეუფერხებელი განხორციელების გარანტიები.

ჩვენი ჯგუფი ასევე აქტიურად აპროტესტებს „სკოლის რესურსის“ გამოყენებას ქვეყანაში სახელისუფლო არჩევნების დროს, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას პედაგოგებით. თქვენთან აუდიენციის შემთხვევაში ჩვენ ასევე შევეცდებით გავიგოთ თქვენი პოზიცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პედაგოგების ჩართულობასთან დაკავშირებით. ცხადია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვგეგმავთ კონსულტაციებს ცესკოსთან“, - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42