"ნაციონალები იმიტომ აგინებენ მურუსიძეს, რომ მათ აღარ ემორჩილება"- ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა - 14:52, 07 Jun, 2016     1769
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მურუსიძის თემის აფიშირება მას შემდეგ ხდება, რაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ემორჩილება. აღნიშნული განცხადება იივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა:

"ეს თემა, "ნაციონალური მოძრაობის" აწეულია. მათ რიცხვში პრეზიდენტიც ხშირად მათ წისქვილზე ასხამს წყალს, არ მგონია მათი კაცი იყოს, მგონია, რომ მათგანაც გამოუყენებელია. მაგრამ ბევრი ჩაერთო შემთხვევით ამ საკითხში და ბევრმა დაასხა იმ წისქვილზე წყალი. თემა მათი აწეული იყო და რატომ? ეს ხელწერა მათია. რატომ მაშინ არ აგინებდნენ, მეორე თანამდებობა რომ მისცეს?! - ალბათ იმიტომ, რომ მათ აღარ ემორჩილება. ახლა წარმოაჩინეს, რომ ყველაფერი ლევან მურუსიძემ გააკეთა და არა იმ სისტემამ, რომელიც მათივე შექმნილი იყო. ეს გუნდი ედავება მას, ვისი მსხვერპლიც იყო სასამართლოც და მურუსიძეც. გირგვლიანის საქმეზე 6 თვის მოკლება აღარ არის საკამათო. ის, რომ მურუსიძე 2013 წლის ოქტომბერში მეორე პირად აირჩიეს საერთო სასამართლოში გაგიგიათ რაიმე ხმაური, იგივე NGO-ებისგან, რუსთავი 2-სგან, „ნაციონალური მოძრაობისგან“?! 3 წლით უგრძელებენ თანამდებობას, არავითარი ხმაური. არანაირი თანამდებობა მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არ ჰქონდა. თუმცა, კუბლაშვილმა მოახერხა, რომ ის აერჩიათ. მე ვეახლე კუბლაშვილს, შევხვდი და ვთხოვე, როგორმე გათავისუფლდი ძველი გუნდის წნეხისგან. არ იფიქრო, რომ ახალი ხელისუფლება დახმარების გარდა რამეს გთხოვს, რამეში ჩაერევა, რაც დავიცავით კიდეც პირუთვნელად. თუმცა, იმ ერთი წლის განმავლობაში თქვენც შეგიძლიათ ნახოთ როგორ ექცეოდნენ პროკურატურას, ძალიან მძიმე დამნაშავეების დასჯის უფლებასაც არ აძლევდნენ. მივხვდი რომ კუბლაშვილისგან არაფერი გამოვიდოდა. ისევ ჩემი ინიციატივით შევხვდი ახლადარჩეულს ფინანსთან მინისტრთან ერთად, არავითარი ხმაური მაშინაც არ ყოფილა"- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ლევან მურუსიძის არჩევისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და გიორგი მარგველაშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიმართა მურუსიძე არ დაენიშნა.

”ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს პრეზიდენტს, რომ არ დაუშვას რომელიმე მოსამართლის არჩევა. გესმით, როგორი ამბავია?! ვინ ჰკითხავს პრეზიდენტს ვის აირჩევს სასამართლო? თანაც ნახეთ ვინ მიმართავს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. აბა, ნახეთ როგორია, პრეზიდენტიც ცდილობს, რომ არ დაუშვას. ნახეთ რამდენ შეცდომას უშვებს. აბა, ნახეთ ადვოკატურა რა დღეშია, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მიმართავს პრეზიდენტს, არ დაუშვას რომელიღაც მოსამართლის არჩევა. და პრეზიდენტიც როგორ ცდილობს რომ არ დაუშვას?! ნახეთ, რამდენ შეცდომას უშვებს, აბსოლუტურად შეუთავსებელს კანონმდებლობასთან. ახლა სხვა პოლიტიკოსებს აღარ ჩამოვთვლი", _ აღნიშნა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42