ნეტკრედიტი აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯაროდ ბოდიშს უხდის
პოლიტიკა - 14:30, 07 Jun, 2016     12074
აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენებისთვის კომპანია „ტვინო“, რომელიც გასცემს ონლაინ სესხებს ვებ-გვერდის www.netcredit.ge საშუალებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯარო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ კომპანია ,,ტვინოს“ დირექტორი რაიმონდ ციპე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

,,გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 2 ივნისს ვებ-გვერდზე www.mkitxveli.ge გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, კომპანია „ტვინოს“ თანამშრომელი უკავშირდება მომხმარებელს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით და ემუქრება მას იძულებითი აღსრულებით. ვაცხადებთ, რომ საქმიანობის ამგვარი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია კომპანია „ტვინოსთვის“ და ამის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი თითოეული თანამშრომელი.

კომპანიის სახელით გვსურს, ბოდიში მოვუხადოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის თანამშრომლებს გავრცელებული აუდიო-ჩანაწერისთვის. უახლოეს დღეებში საზოგადობას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მიმდინარე მოკვლევის შესახებ. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომავალში მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენციის უზრუნველსაყოფად", ნათქვამია კომპანიის დირექტორის რაიმონდს ციპეს განცხადებაში.

აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აღმასრულებლის სახელით განხორციელებული მუქარის შემცველი ზარებისა თუ შეტყობინებების შესახებ აცნობონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარისთვის ბიუროში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა და ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი - (032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge

შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს, აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეებთან მორგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება.

ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი, რათა მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42