დღეს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 14:04, 07 Jun, 2016     1224
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო აფასებს ევროპარლამენტის და პირად, მარტინ შულცის მხარდაჭერას ევროპული არჩევანის და პერსპექტივის მიმართ.
,, საქართველოსათვის ევროკავშირის მხარდაჭერა და თანადგომა მნიშვნელოვანი იყო, რათა გადამწყვეტი რეფორმები შეგვესრულებინა ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგში. გამოვთქვამთ იმედს, რომ ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების პროცესში",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ეფექტიანად შეასრულა ეს ვალდებულებები, წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები. მრავალი წლის განმავლობაში შესრულებული რეფორმების და თანმიმდევრული ძალისხმევის გამოვლენის შესაბამისად, რათა დაგვეკმაყოფილებინა ევროპული სტანდარტები, ბუნებრივია, საქართველოში მოლოდინი ძალიან მაღალია.

,,დღეს ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის თანადგომა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ, წარმატებით დასრულდეს. მადლიერი ვიქნებით თუ თქვენ პირადად ჩაერთვებით, რათა ხელი შეუწყოთ სწორ და სწრაფ განხილვებს ევროპარლამენტში",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მარტინ შულცმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ერთიანობაა და ბოლოდროინდელ ვიზიტებზე და შეხვედრებზე განხილვების შედეგად ევროპარლამენტი და მისი კომიტეტები შეეცდებიან დააჩქარონ ეს პროცესი, რათა პროცედურები სწრაფად დასრულდეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და ხაზი გაესვა, პოლიტიკური პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42