"ქუჩები ხალხით აქ ვერ გაივსება, სხვანაირი წარმოდგენაა „რუსთავი2“-ზე"- ივანიშვილი იან კელის განცხადებაზე
პოლიტიკა - 13:34, 07 Jun, 2016     3367
ივანიშვილი რუსთავი 2-ის სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იან კელის აშფოთებს ის საკითხი, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა არჩევნებზე ცუდი ეფექტი არ მოახდინოს, რაც მისთვის მისაღები და გასაგებია. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე იან კელისთან შეხვედრა და საუბარი ჰქონდა და მათი აზრები თანხვედრაშია.

„ის რომ არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, ეს მე არ მსურს, რადგან ევროპა და ამერიკა ამას ვერ გაიგებს. მსურს აქცენტი გავაკეთო ელჩის განცხადებაზეც, რადგან არ მომეწონა ბევრი რამ. ამერიკა არის ჩვენის სტრატეგიული პარტნიორი და ეს კაცი აფასებს თავისი გადმოსახედიდან, ეს რომ ამერიკაში მოხდეს ალბათ ქუჩები გაივსება ხალხით, ეს აბსოლუტურად მისაღებია. შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ცუდ ეფექტს მიანიჭებს არჩევნებს. ქუჩები ხალხით აქ ვერ გაივსება, იმიტომ რომ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ამ ტელევიზიასთან. ვინც გამოსულა, გამოვა ისევ, მაგრამ გარეთ ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. აქ მე შეფასებას ვუკეთებ ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, რომ მათ მოახერხეს 9 წლის განმავლობაში, ეს სიცრუის მანქანა მაგრად ამუშავეს, განსაკუთრებით გარეთ, გარეთ მოტყუება უფრო იოლია. ჩვენ ვხედავდით ხალხს აწამებდნენ, ხოცავდნენ და შიმშილით კლავდნენ, რამდენიც არ უნდა ეხატა სააკაშვილს ვირტუალური სამყარო ტელევიზიებს, ამას ხალხი მაინც ხედავდა, მაგრამ გარეთ გაცილებით უფრო დავაზიანეთ თქვენი ხელწერით ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი,“- განაცხადა ივანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42