„ჩემი აზრით და ჩემი სურვილი იქნება რომ რუსთავი ორი არჩევნებს შეხვდეს იმ ფორმით როგორიც არის, თქვენ ძალიან ბევრი სიცრუეს ავრცელებთ, მაგრამ აქ მაგის გავრცობას ვერ მოვახერხებთ. თქვენ გაქვთ ნება იმისა, რომ სასამართლო პროცესების გარჩევა დავიწყოთ პირდაპირ ეთერში, თქვენი დირექტორი ხშირად უხეშობს და უზრდელობს სასამართლოზე, რადგანაც გამოაძევეს. ძალიან იშვიათად ვაკვირდები პროცესს, მონიტორინგს ვკითხულობ, ამის გახსენების სურვილიც არ მქონდა გვარამია რატომ გამოაძევეს, ეს არ არის საინტერესო ჩემთვის. მომეწონა ნადირაშვილის შეფასება, ასეთ მარგალიტებს რომ აფრქვევს რუსთავი 2-ზე, თურმე ეს არის მედიის დამხობა. შეეგუეთ, თქვენც უნდა მიეჩვიოთ ქალბატონო ეკა, თქვენი მეუღლეც, თქვენ რომ ყველნაირი პრივილეგია გქონდათ, თქვენს გუნდს, თქვენ უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს. თქვენ დროს სასამართლო იყო ნოტარიუსი. სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. სასამართლოს მივეცით თვითგანვითარების საშუალება. შეეგუეთ ამას, 9 წლის განმავლობაში სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული, თქვენ დროს სასამართლო არ არსებობდა.“- მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






