„დღეს ეკონომიკა ექვსჯერ და უფრო მეტჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. ვერ ნახავთ ვერსად რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში ამ დონეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ის სტილი რაც სააკაშვილის მმართველობას ჰქონდა, მედია იყო მონოპოლიზირებული, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ტელევიზიიდან. დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას. მათგან მართული მედია სიცრუეს აფრქვევს ყოველდღიურად, მაგრამ ვერცერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, სადაც ნაცების დროს იყო უკეთესი, ამ ფონზე, რომ მათგან მართული მედია საზოგადოებას მაქსიმალურად აბნევს, ხელისუფლებას კი სხვა ბერკეტების გამოყენება არ შეუძლია, ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე კარგია წარმოსაჩენად, ამით ძალიან მარტივია საზოგადოების დაბნევა, რეალობა არ უნდა დავკარგოთ, ეს უნდა მოვახერხოთ, ეს რთულია. მაშფოთებს, რომ საზოგადოება თუ ვერ შეიმეცნებს, რა თქმა უნდა არის ხიფათი იმისა, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდეს. რა არის 10-15 წელიწადი იმისთვის, რასაც ასწლეულები მოანდომეს განვთარებულმა ქვეყნებმა? მოთმინება არის საჭირო. რთულია იმ ადამიანს, რომელსაც მაცივარი ცარიელი აქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე ელაპარაკო და მან ეს მიიღოს, მაგრამ ამას კვირიკაშვილს ვერ დააბრალებ, რომელსაც ვისაც არ დაეზარება აკრიტიკებს. ბევრი გუნდის წევრი ხათრით არის შემორჩენილი და იმისთვის რომ ენთუზიაზმი აქვთ საკუთარ ქვეყანას დაეხმარონ. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო რა მოდლითაც იმართებოდა ქვეყანა, ეკონომიკის კოლაფსს მივიღებდით, დღეს ხეფასებს და პენსიებს ვეღარ დაურიგებდნენ მოსახლეობას. დღეს კეთდება იმაზე მეტი რაც კეთდებოდა, დრეს სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა, მაგრამ ბოდიში მოიხადეთ, 3-4 წელიწადში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია“- განაცხადა ივანიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






