"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები "ბრძოლა წესების გარეშეს" შეადარა და თქვა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა ქვეყნის მომავალზე ცუდად აისახება.
"ამ სასამართლო პროცესებს ერთი ტრადიცია თან სდევს, პოლიტიკოსები და საზოგადოების აქტიური ნაწილი პროტესტის ნიშნად ტოვებს დარბაზსს, იმიტომ რომ საოცრებებს ისმენს მოსამართლეთა კოლეგისგან. პროტესტის მეორე მიზეზი არის ის რომ მოსამართლეები აგროვებენ ჯარიმებს. ეს სასაცილო იქნებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ რომ არ დგებოდეს სახელმწიფოს ინტერესები"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერი აცხადებს, რომ რუსთავი 2 - ის საქმის მოსამართლეები ხელისუფლებისგან მართულები არიან.
"შეიძლება სასამართლო არ მოგწონდეს, რადგან ხელისუფლების მიერ იყოს მართული, ეს სასამართლოც რა თქმა უნდა მართულია, თუმცა აქ ჩვენ ვიღებთ ბრძოლას წესების გარეშე, სადაც სასამართლომ საერთოდ დატოვა სამართლის და სასამართლოს გარეშე რუსთავი 2, როგორც მხარე და შეეცადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატთან ერთად, გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე გამოტანილია.
მთელი ეს პროცესები უჩვენებს, იმას რასაც მთელი ეს პერიოდი ვამბობდი - ეს არის პოლიტიკური პროცესი და ეს ხდება 21-ე საუკუნეში. სამწუხაროდ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა საქართველოსთვის პოზიტიურად და კარგად არ დასრულდება. ბუნებრივია ეს პროცესი კარგად არ დასრულდება თვითონ ხელისუფლებისთვისაც. სანამ ეს ბრძოლა მიმდინარეობს მათ შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გააფუჭონ, რომელიც გამოსუწორებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს"- განმარტა ქარდავამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას მათი პრობლემების აქტიურად გამშუქებელ ტელევიზიას არ დაუთმობს.
"ხელისუფლებას ტყუილად გონია, რომ მიიტაცებს იმ ტელეკომპანიას, რომელიც გაჭირვებული მოქალაქეების გასაჭირს აშუქებს და მათ პრობლემებს საჯაროს ხდის.ასეთ მოქალქეებს არ აქვთ იმედი არც მუნიციპალიტეტებს, არც გამგეობების, არც მერების და არც ამ ხელისუფლების, რადგან მხოლოდ რუსთავი 2 - ის მიერ დაყენებული პრობლემის შემდეგ ხდება მათი პრობლემის მოგვარება. მე დარწუნებული ვარ რომ არჩევნების წინ ასეთი ტელევიზიის გაჩუმებას ხელისუფლებას ქართული საზოგადოება არ აპატიებს და ეს არპატიება ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება"- დასძინა მან.
მასალის გამოყენების პირობები






