სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ტელეკომპანია რუსთავი2-ის ადვოკატებს თამთა მურადაშვილს და დიმიტრი საძაგლიშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა, მიზეზად დასახელდა ის, რომ დღევანდელ სხდომაზე ქიბარ ხალვაშის მხარემ სარჩელი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მოხსნა. პროცესზე დასწრების საშუალებას არ მისცეს არც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
ქიბარ ხალვაშის მხარე კი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს. შესბამისად, სასამართლომ პაატა სალიას სარჩელზე დავა შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილებები პროტესტის მიზეზი გახდა პროცესზე დამსწრეთა შორის. პაატა დავითაიას განცხადებით, სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ის უკვე იქნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი გადაწყვეტილება:
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის პოლიტიკური პროცესი და არავითარ სამართალთან ამას კავშირი არ აქვს, შეიძლება დასრულდეს, იმიტომ, რომ დარჩნენ მხოლოდ მოსამართლეები, არავინ არ შეაწუხოს, რომ არ მოისმინონ მოწინააღმდეგე მხარე და მოსამართლემ ჩუმად მიიღოს გადაწყვეტუილება, ვინც ესწრება პროცესს დარბაზში, ისიც კი ტოვებს დარბაზს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, როდესაც შეხმატკბილებულად მუშაობს ადვოკატი და მოსამართლე და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოწინააღმდეგის აზრი არ მოისმინონ და ამის გამო მიდიან ყველაფერზე, ამას ხომ ყველა ხედავს? ამიტომ რაც არ უნდა ჩაიკეტნონ ოთახში, ეს არ იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მოჰყვება პოლიტიკური ქმედებეი, ქმედებები კი სხვა მიმართულებით წავა. რაც ძალიან მძიმედ დაარტყამს ჩვენს ქვეყანას და მძიმე პროცესებს გამოიწვევს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






