დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება ამ მიმართულებით ინტერპარტიული ჯგუფის სამომავლო გეგმებზე.
პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით ე.წ გერმანული მოდელი საკითხი პოლიტიკური ძალების გარკვეულმა ნაწილმა სარეკლამო დროის გადანაწილების გეგმაში გადაცვალა და ხელისუფლებას საშუალება მისცა საარჩევნო რეფორმა შეეფერხებინა:
„ჩამოვყალიბდებით და განვიხილავთ ბრძოლის კონკრეტულ მოქმედებებს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საარჩევნო რეფორმა არ განხორციელდეს და მოიპაროს ხმები. დანაწილებამ და დანაწევრებამ მოგვიტანა ის შედეგი, რომ უკვე პრაქტიკულად ეს გეგმა აღარც განიხილება და განიხილება მხოლოდ სარეკლამო დროის გადანაწილების თემა, რომელშიც ჩვენი აზრით ეს გეგმა გაიცვალა“- განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






