გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 00:01, 07 Jun, 2016     1294
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან - ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტ იაცეკ სარიუშ - ვოლსკისთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კრისტიან დან პრედასთან და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან მანფრედ ვებერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დროულად განახორციელოს სათანადო პროცედურები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ.

,,ეს იქნება დამატებით მნიშვნელოვანი ბიძგი საქართველოს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისათვის და ქვეყანაში ევროპული პროცესების განვითარებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიცილურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებელობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე, დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე. ასევე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.

აღინიშნა, რომ ეს არჩვნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

შეხვედრაზე ევროპარლამენტარები დაინტერესედნენ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი. აღინიშნა, რომ პოზიტიურია, პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან მათ დიდი დრო მიეცემათ ამომრჩეველთან მუშაობისათვის.

საქართველო მიესალმება ევროპელი კოლეგების, მათ შორის, ევროპარლამენტარების ჩართულობას, როგორც არჩევნების, ისევე წინასააერჩევნო პროცესში. საქართველო დაინტერესებულია მაქსიმალური თანამშრომლობით ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42