საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტის წევრს მარია გაბრიელს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტარი გააკეთა:
„როდესაც ყველა მოთხოვნა არის შესრულებული, პროცესი წინ მიდის. აი, ამიტომ ვართ აქ ევროპარლამენტში. ახლა ჩვენ საბოლოოდ ვაყალიბებთ პოზიციებს, ჩემი ანგარიშის პროექტი სრულდება და ძალიან მალე სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში მე წარვადგენ ჩემ მოხსენებას. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველი ჩვენი კომიტეტის შეხვედრის დროს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვიზაზე ეს შეეხება მოქალაქეებს, ამიტომ ევროპარლამენტში ჩვენ დასასრულისკენ მიგვყავს ჩვენი მუშაობა. ჩემთვის, როგორც მომხსენებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მანამ სანამ ყველანაირ ინფორმაციას მივიღებდით საქართველოს ხელისუფლებისგან და ევრო კომისიისგან გვქონდა უბრალოდ განხილვები. ჩვენ საქმეს ვაკეთებდით ისე, რომ ევროპარლამენტი იქნება ძალიან ძლიერი ხმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იყო სწორედ ჩემი მიზანი და ძალიან მალე მე წარვადგენ ჩემ მოხსენებას კომიტეტზე“, - განაცხადა გაბრიელიმ.
კითხვის საპასუხოდ აქვს თუ არა მას ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს მიერ შესრულებულ ვალდებულებებზე, გაბრიელმა აღნიშნა, რომ იგი ყველა სახის ინფორმაციას ფლობს:
„მე ყველა სახის ინფორმაცია მივიღე. ჩვენ გვქონდა მოხსენება ევრო კომისიიდან, ასევე გვაქვს კარგი თანამშრომლობა თქვენს საელჩოსთან ბრიუსელში. ვესაუბრე თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრს. ძალიან კარგი ფონია ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად. ასე, რომ როდესაც ვსაუბრობთ ვიზაზე ეს მხოლოდ ერთი საფეხურია ჩვენ შორის არსებული პარტნიორობის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ეს პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გრძელება, ამიტომ ჩვენ ამ მომენტისთვის მივიღეთ ძალიან პოზიტიური სიგნალი, ამიტომ ევროპარლამენტი გააკეთებს იგივეს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






