მთავრობა იყალთოს ხევის განვითარების პროექტს იწყებს
პოლიტიკა - 21:09, 06 Jun, 2016     1403
6 ივნისის მთავრობის სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარების ღონისძიებების თაობაზე მომზადებული განკარგულების პროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთავრობის წევრებს განსახილველად დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენარჩუნება და მათი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. „დღეს განვიხილეთ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - იყალთოს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს ხევის განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიხედვით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის, როგორც ტურისტული ობიექტის მიმზიდველობის შესაძლებლობები. პროექტის განხორციელებაში კოორდინირებულად ჩაერთვება რამდენიმე სამინისტრო, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ იყალთოს ხევის განვითარების გეგმა-კონცეფციას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იყალთოს ხევის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე განხორციელდება მისასვლელი საავტომობილო გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, მათი რეაბილიტაცია-მშენებლობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების პირველადი შესწავლა, მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზებისა და ქარის ნაკადების კვლევა. გარდა ამისა, მოხდება იყალთოს ხევში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების არქეოლოგიური-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ასევე იყალთოს ხევის უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია იყალთოს ხევის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება.

იყალთოს ხევის განვითარების ხელშემწყობ კომისიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42