საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრობს. ჰერმანის განცხადებით, საქართველომ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, პროცესის დასრულების თემა კი ევროპარლამენტისა და საბჭოს გადასაწყვეტია:
„საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება, ამ ვალდებულებებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავდა, ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა ეს არის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო, მაგრამ ასევეა ყველა პოლიტიკური ძალისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საბოლოო გადაწყვეტილება საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ და ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, განხილვებია წევრ ქვეყნებს შორისაც და ევროპარლამენტშიც, ვერ გეტყვით როდის იქნება გადაწყვეტილება, ეს არის საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აინტერესებს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი და დიდ ყურადგებას ვაქცევთ ამ პროცსს, მაგრამ კიდევ ერთხელ, გადაწყვეტილების ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია“, - განაცხადა ჰერმანმა.
მასალის გამოყენების პირობები






