საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა
პოლიტიკა - 20:40, 06 Jun, 2016     1316

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით,8-10 ივნისსგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.ასევე, დაგეგმილია დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში.

საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ნორბერტ ლამერტს შეხვდება, რის შემდეგაც, დავით უსუფაშვილი და ნორბერტ ლამერტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, კარინ შტრენცთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვოლფგანგ ჰელმიხთან გამართავს. საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგის პლენარულ სესიას დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილიშეხვედრებს საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან გამართავს.დაგეგმილიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ გერმანული გაზეთის „das Parlament”-ის ჟურნალისტთან.

დავით უსუფაშვილთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები - ზვიად კვაჭანტირაძე, თედო ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42