საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა
პოლიტიკა - 18:33, 06 Jun, 2016     979
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან გამართა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების დაცვისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 19 მაისს, სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღინიშნა, ეს კრიმინალური აქტი აშკარად აჩვენებს, იმას, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჭიროა

მონიტორინგის განხორციელება ადამიანის უფლებების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კიდეც ერთხელ გაესვა ხაზი

საქართველო-ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ მოხსენებას საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ასეთი მიდგომები გაგრძელდება და ევროპის საბჭო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ფლობდეს სრულ ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპის საბჭოს ჩართულობას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნდობის აღდგენის პროცესში.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრისას საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა.

აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, პოზიტიურია, პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან მათ დიდი დრო მიეცემათ ამომრჩეველთან მუშაობისათვის.

ხაზი გაესვა ვენეციის კომისიასთან ''საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა ოქროს წიგნში ჩანაწერი გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42