განათლების სისტემა საბჭოთა კავშირის რელსებით მოდის, უბრალოდ კოსმეტიკურად არის შეცვლილი - ალუდა გოგლიჩიძე
პოლიტიკა - 17:53, 06 Jun, 2016     1966
"თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ალუდა გოგლიჩიძე შეუერთდა.

გოგლიჩიძე ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’ განათლების მიმართულებით იმუშავებს.

ირაკლი ალასანიამ წარდგენის შემდეგ პარტიის განათლების პროგრამის პრეზენტაცია დააანონსა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

ალუდა გოგლიჩიძე გახლდათ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის’’ დირექტორი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის დირექტორი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში პროგრამების მენეჯერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო სკოლების განვითარების ალიანში გამგეობის თავმჯდომარე.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, “ნიუპოსტი“ თავისუფალი დემოკრატების“ ახალ წევრს ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გამხდარიყავით?

- ირაკლი ალასანიამ დემოკრატიული და პროგრესული პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა დღეიდან, მეც მათთან ერთად შევეცდები ვიზრუნო ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ისეთი განვითარებისათვის, როდესაც ძირითადი ფასეულობა არა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, არამედ ადამიანია.

ვთვლი, რომ თავისუფალი დემოკრატების გუნდი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ არა მარტო ერთგულება, არამედ პრინციპულობაც და ბრძოლისუნარიანობაც.

მე არასდროს ვყოფილვარ პარტიული, 48 წლამდე არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვყოფილვარ, თუმცა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დგას განათლების სისტემაში, ვალდებულიც კი ვიყავი მის შესაცვლელად მოქმედებები დამეწყო.

- კონკრეტულად რა პრობლემებია განათლების სფეროში და აქვე. როგორ აფასებთ 2 დღის წინ განხორციელებულ ცვლილებას, მოგეხსენებათ, რომ თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა...

- იმის შემჩნევას რომ განათლების სფერო ღრმა კრიზისშია, კვლევებიც კი არ სჭირდება. განათლების სისტემას თვისობრივად განახლება სჭირდება და არა კოსმეტიკა. ეს კი მიიღწევა სერიოზული პოლიტიკური ნების საფუძველზე.

რაც შეეხება განათლების ახალ მინისტრს, მე მას არ ვიცნობ, მისი პერსონის მიმართ, რაც აქამდე გამიგია მხოლოდ პოზიტიურის თქმა შემიძლია. თუმცა როგორც ავღნიშნე ინდივიდზე უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, რომ მე განათლების სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და არამხოლოდ თეორიულად არამედ პრაქტიკაშიც ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკური ნება. გულწრფელად მინდა ვუსურვო ამ სფეროში მყოფ ადამიანებს წარმატება, რადგან განათლების განვითარების გარეშე არ არსებოიბს არც ეკონომიკის, სამუშაო ადგილებისა და სხვა მიმართულებების განვითარება.

- როგორ აპირებთ ამომრჩევლის მხარდაჭერის შემთხვევაში განათლების სისტემის „ღრმა კრიზისიდან“ გამოყვანას?

- კრიზისიდან გამოსვლას გააზრებული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ამ პროცესის შემობრუნება ძირეული რეფორმებით არის შესაძლებელი და მასში ინტერესთა ყველა ჯგუფის ჩართვა აუცილებელია. ფრაგმენტული-ლოკალური ჩარევით სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია. განათლების სისტემა მთლიანად არის გადასაწყობი თანამედროვე რეალობაზე, საბაზო ეკონომიკაზე და სხვა... დღეს სისტემა საბჭოთა კავშირის რელსებით მოდის და უბრალოდ კოსმეტიკურად არის რაღაც-რაღაცეები შეცვლილი. ჩვენ გვჭირდება ადამიანზე ორენტირებული, გაბედული სისტემა. დღეს მართვის სისტემა ვერანაირ მოთხოვნას ვერ პასუხობს, მოშლილია ინსტუმენტები და არ არ ჩანს მექანიზმები. მოსახლეობის ჩართულობის ძალიან მცირე პროცენტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42