,,ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციის შანსი ხელიდან გაუშვა“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 17:18, 06 Jun, 2016     2995
მაშინ როცა ხალხი ღარიბდება, ქართული ოცნების ხელისუფლება ხელფასებსა და დანამატებს იღებს - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო"-ს ლიდერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გიორგი ვაშაძე ვიზალიბერალიზაციის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, ,,ხელისუფლების უნიათობიდან“ გამომდინარე ,,აღნიშნულ პროცესს სერიოზული საფრთხე ემუქრება“.

„ახალი საქართველო“ არის პირველი პარტია, რომელმაც შეძლო დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ამდენი ადამიანის შეკრება - 5 მაისს პირველი განცხადება და 5 ივნისს უკვე დაფუძნება. 8 ოქტომბერს ჩვენ ვიქნებით უკვე ათეულობით, ასეულობით.

მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ გაუშვა ხელიდან ვიზალიბერალიზაციის შანსი. ეს შანსი იყო ერთი წლის წინ, თუმცა მთავრობამ დააგვიანა. სწორედ ამ დროს, პირველი შენიშვნები და რეკომენდაციები მივიღეთ ევროპის მხრიდან. მიუხედავად ამ ყვილაფრისა, მე ბოლომდე მხარს ვუჭერ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

მე მინდა მოვუწოდო მათ, ვინც ევროკავშირში ცხოვრობს. მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი საქართველოს უვიზო მიმოსვლას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არ არის ქართული ოცნებისთვის, ან ქართული ოცნების სასარგებლოდ, ან მათ წინააღმდეგ. ეს არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმამ, ხელისუფლების უნიათობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ პროცესს ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება.

რაც შეეხება დანამტებსა და პრემიებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ქართული ოცნების სტანდარტად იქცა ფუფუნების საგნები და სახელფასო დანამატები. მე არ ვარ წინააღმდეგი არც პრემიების გაცემის და არც დანამტების, მაგრამ რისთვის? რა დამსახურებით? თუ ხალხი უფრო ღარიბდება, უფრო უჭირთ, მაშინ რისთვის იღებ პრემიას?! ეს არის სერიოზული პრობლემა. ვფიქრობ, ამას სჭირდება ბევრი მუშაობა და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ამაზე მკაცრი პოზიცია. რა დროს დანამატების გაორმაგება და ზრდაა, რადროს პრემიების გაცემაა, როცა ხალხი ასეთ გაჭირვებაშია.

ჩვენი მთავარი მიზანი და გეგმა არის, რომ შემოვიაროთ მთელი საქართველო, შევხვდეთ რაც შეიძლება მეტ ოჯახს და გავაერთიანოთ ხალხი საქმის გარშემო. უარს ვამბობთ დაპირისპირებებზე და გვინდა გვქონდეს გამაერთიანებლის ფუნქცია, სადაც მთავარი როლი ექნება სწორედ საქმეზე ორიენტაციას.

ჩვენ ერთ თქვეში მოვასწარით ყველა რეგიონის შემოვლა. დაახლოებით ნახევარ საქართველოში (60-70%) ჩვენ უკვე გვაქვს დაფუძნებული პირველადი ორგანიზაციები, სწორედ ისინი იყვნენ გუშინ ჩამოსულები. დანარჩენშიც აუცილებლად დავაფუძნებთ და ივნისის თვეში უკვე დაიწყება კანდიდატების შერჩევა. პარალელურად დაიწყება დისკუსიები სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ერთი მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ თემატურ თანამშრომლობაზე. რაც შეეხება საარჩევნო თანამშრომლობას, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მზად ვართ, ვისაუბროთ ყველასთან, გარდა პრორუსული ძალებისა.” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42