საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხვალ 10 ტელევიზიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს, ამისათვის კი საკუთარ პირობებს აყენებს. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველია, მას „ფეოდალს“ უწოდებს და თვლის, რომ მედია მის პირობებს არ უნდა დათანხმდეს და შესაბამისი პირობები თავად წაუყენოს:
„არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი - ასეთად მას არავინ იცნობს. ის არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ჩვეულებრივი ფეოდალი, რომელიც ფლობს ადამიანებსაც, არა მხოლოდ 7 მილიარდს და ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია ყველაფერი მისი წესებით იყოს. თავს უფლებას აძლევს მედიას გაუგზავნოს წესები, მათ მოსთხოვოს თუ გინდათ დაემორჩილეთ იმ პირობებს რომელსაც მე გთავაზობთო, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? მედიას აქვს თავისი წესები, თავისი კანონები და ბუნებრივია არ უნდა იღებდეს ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ შემოთავაზებას.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს მის წესებს და წამოუყენოს თავისი მოთხოვნები. თუ სურს მას გამოიყენოს თუ სურს არ გამოიყენოს“, - განაცხადა ნინია კაკაბაძემ „პირველი TV“-ს პირდაპირ ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






