კახიშვილის უწყებაში თანამშრომელთა პრემია/დანამატები 681 500 ლარით არის შემცირებული
პოლიტიკა - 16:20, 06 Jun, 2016     2938
„სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პრემია/დანამატები 2015 წელს 681 500 ლარით არის შემცირებული“ - განცხადება ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ხულორდავამ, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოცემულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

თამარ ხულორდავას განცხადებით, პრემია/დანამატების მაჩვენებლის კლების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი და მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც ემსახურება იმას, რომ საბოლოოდ შეწყდეს აღნიშნული თემის არასწორი ინტერპრეტირება და საკითხთან მიმართებაში მცდარი აქცენტების დასმა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელშიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით სახელფასო დანამატების ზრდაზეა საუბარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უწყების თანამშრომლებზე პრემიის ან დანამატის გაცემის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად არის შესწავლილი და დასაბუთებული. სამინისტროს მიერ თანამშრომლებზე გაცემულ თანხებზე საუბრისას, მხოლოდ დანამატის მაჩვენებელი სრულ სურათს არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, გაცემული პრემიის საერთო თანხა 4 მილიონ 400 ათასი ლარით არის შემცირებული; შესაბამისად, ჯამში პრემიისა და დანამატის ოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 681 500 ლარით შემცირდა.

ამასთან, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უწყებაში მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება.

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის გამჭვირვალობა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. პრემიებისა და სახელფასო დანამატების საკითხზე სამინისტრომ ადრეც გააკეთა განმარტება და მომავალშიც მზად არის დაინტერსებულ ჯგუფებთან თუ უწყებებთან თანამშრომლობისთვის და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელფასო დანამატებისა და პრემიების გაცემის საკითხზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ არც 2014 და არც 2015 წლებში რაიმე სახის რეკომენდაცია არ გაუცია. სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42