დავით ნარმანია: ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური, მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია
პოლიტიკა - 15:13, 06 Jun, 2016     1260
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც Forbes Georgia და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გაიმართა, წარმოდგენილი იყო საინვესტიციო პროექტები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები.

თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიამ ყურადღება საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაამახვილა.

„ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გპირდებათ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს ჩვენთან ბიზნესის წამოწყებასა და წარმართვაში. ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, შევქმენით ღია, გამჭვირვალე და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ჩვენთან მარტივია ბიზნესის დაწყება, რადგანაც გვაქვს გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები ქონების განკარგვაზე, მშენებლობაზე და ა.შ. მშენებლობის ნებართვების გაცემა ელექტრონული ფორმით ხდება, რაც სულ რამდენიმე დღეს მოიცავს. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად მზარდია. ბაზარზე ღია და სამართლიანი კონკურენციაა. წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას აფასებენ, როგორც სტაბილურსა და პოზიტიურს. გვაქვს თავისუფალი სასამართლო, შესაბამისად, ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და მისი ჩარევის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენთან ინვესტირება არის უსაფრთხო და ამავდროულად გვაქვს დაბალი გადასახადები. ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42