"iPhone+“-ში საგამოძიებოს სამსახურის შესვლას კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედებად აფასებენ
პოლიტიკა - 14:50, 06 Jun, 2016     4010

"iPhone+“-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის შესვლას მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

როგორც iPhone+ თავის განცახდებაში განმარტავს- "2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, კომპანია iPhone+ ის (აიპლუსის) ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური.

საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, იმ მიზნით რომ დადგინდეს ახალია თუ არა ტელეფონები, უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად.

წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი, სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება, რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს.

თუმცა საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია.

ვფიქრობთ, აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიის. ეს არის ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის როგორიც ბიზნესია.

ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედება, კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმცა მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფატს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე.

საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება iPhone+-ზე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან!

უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს კომპანიის ყველა ფილიალი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას 15:00 საათიდან ! პატივისცემით iPhone+ ის ადმინისტრაცია ! "-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42