დიმიტრი ქუმსიშვილი ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 14:34, 06 Jun, 2016     1243
27 ივნისს ქალაქ ბერნში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. განცხადება ამის შესახებ ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

რაგნჰეიდურ ელინ არნადოტირი პირველი ისლანდიელი მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოში სამუშო ვიზიტით იმყოფება. ვიცე-პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის, EFTA-ს ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან, რომელშიც 4 სახელმწიფო - შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი შედიან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები წარმატებით სამ რაუნდში დასრულდა.

დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ისლანდიურმა მხარემ ორ ქვეყანას შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობა განიხილა. მხარეებმა ინვესტიციების მოზიდვისა და კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროექტს ისლანდიისა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიკაციის გზით ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი გაიხსნება. EFTA ოთხ ქვეყანას და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ვაჭრობის სფეროში პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო ისლანდიასთან, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინთან გააფორმებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42