ციხის კადრების ავტორი მხედრიონელ ხაჩიშვილთან ერთად პოლიტიკაში მოდის
პოლიტიკა - 14:41, 06 Jun, 2016     9198

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, "მხედრიონის" ერთ-ერთ ლიდერთან, თემურ ხაჩიშვილთან ერთად პარტიას ქმნის.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე წლის 2 ივნისს შესაბამისი განცხადებაც შევიდა. როგორც ირკვევა პარტიას "ცენტრისტები" ერქმევა.

"ნიუპოსტი" ლადო ბედუკაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ციხის კადრების ავტორი არც მის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს.

"არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს, უკახრავად"- თქვა ბედუკაძემ.

ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსკოვიდან დაბრუნებული თემურ ხაჩიშვილი ექსპრემიერ ღარიბაშვილის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა და ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ აქტოვობას გეგმავდა. ,,ჩვენ არ დავუშვებთ სააკაშვილის და მისი ბანდის უკან მობრუნებას. ბოლო კაპიკის ჩათვლით მოვატანინებთ, რაც ხალხს და ქვეყანას წაართვეს და დედასაც ვუტირებთ!“ - აცხადებდა ხაჩიშვილი georgianpress.ge-სთან ინტერვიუში.

ცნობისათვის, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედაც მუშაობდა, რის შემდეგაც შს მინისტრად დაინიშნა.

ხაჩიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე 1995 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული. ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ შეიწყალეს და გაათავისუფლეს. ასევე, ხაჩიშვილს ბრალად ედებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზება.

გათავისუფლების შემდეგ ხაჩიშვილმა პოლიტიკური მოძრაობა "დათვი" დააფუძნა. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42