საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი გაჭიანურდა. გასულ კვირას Reuters-მა ევროპარლამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპა საქართველოსთვის თავისუფალი მიმოსვლის საკითხზე ორჭოფობს. აღნიშნულ თემაზე დღეს კომენტარი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ამ ეტაპისთვის, რაც მის მოვალეობაში შედიოდა, ყველაფერი გააკეთა:
"სამწუხაროა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იგვიანებს, თუმცა ჩვენ მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, ბევრი არაფერი შეგვიძლია, ამ ეტაპზე რაც შეგვეძლო ყველაფერი გაკეთდა. ახალ უკვე დიდმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზეც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ გავუადვილოთ ამ გადაწყვეტილებას მიღება, მაგრამ ვართ კმაყოფილნი იმით, რომ არავის მივეცით მიზეზი ეთქვა, რომ რომელიმე რეფორმა არ განხორციელდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






