,,ეს უნდა გახდეს ქართული ახალი სახელმწიფოს ქვაკუთხედი“ - სანდრო ბრეგაძე მეჭიაურის პარტიის იდეოლოგიაზე
პოლიტიკა - 14:24, 06 Jun, 2016     1854
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა თამაზ მეჭიაურმა შექმნა პარტია სახელწოდებით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. პარტიის სახეები იქნებიან ჯემალ სეფიაშვილი, სანდრო ბრეგაძე, დავით ფაცაცია, ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი.

მეჭიაურის ახალი პარტიის წევრმა სანდრო ბრეგაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას პარტიის იდეოლოგიაზე ისაუბრა. ბრეგაძის განცხადებით, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ მიზანი არ არის რომელიმე უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, პარტია დაფუძნებულია ეროვნულ იდეოლოგიაზე:

„ამ პარტიაში არის თანამოაზრეთა ჯგუფი, ძირითადად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის არჩევნების დროს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოიპოვეს გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმზე, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში უკომპრომისოდ ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და იბრძოდნენ ქვეყანაში სამართლიანობის განმტკიცებისთვის.

პოლიტიკური ორგანიზაცია ეროვნულ იდეოლოგიაზე არის დამყარებული, რომელიც თავის თავში გულისხმობს არა რომელიმე უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას, არამედ პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის იდეოლოგიის გატარებას და ქართულ, ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს შექმნას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული ტრადიციები, ეროვნულობა, ყველაფერი რაც ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს ჩვენამდე, უნდა გახდეს ქართული ახალი სახელმწიფოს ქვაკუთხედი“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42