,,სამწუხაროა, რომ ამ წერილისადმი საზოგადოების დიდი ინტერესისა და მოლოდინის მიუხედავად, პრაქტიკულად ვერ ვიხილეთ ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. ფაქტია, ინტერვიუ არ შედგა. რამდენადაც სამწუხარო, არ უნდა იყოს ეს, ინტერვიუს სათანადო დონეზე ჩატარება ვერც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ვერც „რადიო თავისუფლებამ“ ვერ უზრუნველყო.. ფაქტიურად, ეს იყო გადაცემის წამყვანის ინტერვიუ საკუთარ თავთან და არა მოწვეულ სტუმართან. მესმის და გასაგებია ისიც, რომ გადაცემის წამყვანს, ქალბატონ სალომეს თავადაც ჰქონდა საკუთარი შეკითხვები. მაგრამ, ვფიქრობ, არ არის სწორი და მართებული ჩვენს პერსონალურ ცნობისმოყვარეობასა და ჩვენს პერსონალურ შეკითხვებს „შევწიროთ“ დაგეგმილი ინტერვიუ და რეალურად, საზოგადოებამ ვერ მოისმინოს წერილის ავტორის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის უფრო დეტალური მოსაზრებები წერილში დასმულ მნიშვნელოვან საკითხებთან, ან პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, კომუნიკაცია ამ თავალსაზრისით უნდა გაგრძელდეს და შერჩეულ იქნეს ისეთი ფორმატი, მათ შორის ალბათ სატელევიზიო ინტერვიუების სახით, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს გაზრდილ საზოგადოებრივ ინტერესსა და დააკმაყოფილებს საზოგადოების დღეს არსებულ მოლოდინებს“, -აცხადებს კალანდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






