როგორც "ნიუპოსტს" თმის კომენტირებისას მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, არსებული "მახინჯი" საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში ოპოზიციურ ძალათა კონსოლიდირება აუცილებელია.
"ჩვენი ბოიკოტის მიზეზი თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენ ვითხოვთ კორცხელში ოპოზიციის დარბევის გამოძიებას და უშუალო შემკვეთის დასჯას, ჩვენი ინფორმაციით, ამის ორგანიზატორი საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა. მოძალადეებზე ჯოხის გადატეხვა ჩვენ არასწორად მიგვაჩნია.
რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციას და ერთიანი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. არსებული მახინჯი სისტემის შესაცვლელად. ამასთან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრეთ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონიც და დღეს არის პირველი სხდომა" - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






