საპარტნიორო ფონდი ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობს
პოლიტიკა - 13:15, 06 Jun, 2016     1248
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაცია საქართველოში საპარტნიორო ფონდის მოწვევით იმყოფება. დელეგაციის წევრები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.

„ ჩინური დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, დელეგაციის წევრებს შორის არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, საფინანსო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. საქართველოში მათი ვიზიტი ემსახურება ქვეყნის ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას. საინტერესო და ქვეყნის ეკონომიკის განვთარებაზე ორიენტირებული ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძებლობას და დასაქმების ხელშეწყობას“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის საქმიანი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინეთსა და საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს. საქართველო ქალთა საერთშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდას ისახავს მიზნად. იგეგმება ძილინის პროვინციაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტიც.

ჩინური დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატით და სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება. ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და გარემოს გაცნობის მიზნით დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონების გუბერნატორებთან და თბილისის მერთან.

ჩინურ მხარეს წარმოადგენს ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის ქალთა ფედერაციის ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი; საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე ხელმძღვანელი; Environmental Polytron Technologies Inc‐ის აღმასრულებელი დირექტორი; მეწარმე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი; Changchun people's Printing Co., Ltd‐ს გენერალური მენეჯერი; Changchun Jianye Group Co., Ltd.‐ს გენერალური მენეჯერი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ღირშესანიშნაობები მოინახულეს, დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და ქართული კულტურის გაცნობის მიზნით საქართველოს რეგიონებს ესტუმრნენ.

ჩინური დელეგაციის სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42