ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე ფიასკო განიცადა - მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის საკითზე
პოლიტიკა - 13:01, 06 Jun, 2016     1633
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების გაჭიანურებას შიდაპოლიტიკური ვითარებას უკავშირებს.

"ნიუპოსტთან" მაჭავარიანმა ყურადღებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმესა და კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე გაამახვილა.

"ქართველი ხალხი არ უნდა ზარალდებოდეს ქვეყნის უნიათო მთავრობის გამო. როგორ ფიქრობთ, ევროპის ქვეყნის ფრანგი, ჩეხი ან გერმანელი დეპუტატი, როცა ნახავდა იმას, რაც მოხდა კორცხელში, როცა მმართველი პარტიის ზონდერები უსწორდებოდნენ ოპოზიციას, მათ რა განცდა ექნებოდათ - რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ქვეყნის ვიზალიბერალიზაციაზე, ისევე როგორც ტელევიზიებში მიმდინარე პროცესები აფერხებს ქვეყნისთვის უვიზი მიმოსვლის მინიჭების საკითხს.

ჩვენ ვხედავთ, რომ "საზოგადოებრვი მაუწყებლიდან", განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტი გაუშვეს, "იმედიდან" ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ინგა გრიგოლიას ვგულისხმობ. ასევე, მე შეიძლება შალვა რამიშვილის მიმართ სენტიმენტები არ მაქვს, მაგრამ ეს ადამიანიც საეჭვოდ გაათავისუფლეს. რომელიც აცხადებს, რომ მას მურუსიძის პიარს აძალებდნენ - ეს საქმე არავის გამოუძიებია. ხომ ხედავთ რა ხდება "მაესტროში" არხიდან ჟურნალისტები იმიტომ გაუშვეს, რომ ისინი სხვა ტელევიზიაში, კონკრეტულ გადაცემაში ისხდნენ. და ბოლოს "რუსთავი 2"- ის საქმე, როცა ხელისუფლება ებრძვის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ტელევიზიას"- აღნიშნა მაჭავარიანმა.

ენმ-ს ლიდერი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობის გამოც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას სერიოზული ჩავარდნები აქვს.

"ჩვენ როცა დავიწყეთ ეს პროცესი სხვა რეალობა იყო, როca მოვაწერეთ ხელი სულ სხვა. ახლა უკვე სულ სხვა რეალობაა. მოლდოვა მიგრანტების პრობლემის ფონზე მიიღეს, ასე არ იყო?უბრალოდ ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე ფიასკო განიცადა, ის დაკავებულია ოპონენტების დევნით და კრიტიკული მედიის ჩახშობის გზებზე ფიქრით"- განმარტა მიხეილ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42