მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია - ნოდარ ხადური
პოლიტიკა - 11:37, 06 Jun, 2016     1213

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 2015 წელს მინისტრების, მათი მოადგილეებისა და მაღალი თანამდებობის პირების შრომითი ანაზღაურება ჯამში შემცირებულია.

ნოდარ ხადურის განცხადებით, მისმა სამინისტრომ ვალდებულებიდან გამომდინარე აუდიტის სამსახურსა და პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე ყველა ის დოკუმენტი გადაგზავნა რომელიც აუცილებელი იყო.

„არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ, რომ მინისტრების, მათი მოადგილეების და მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება ჯამში შემცირებულია. მათ შორის მნიშვნელოვნადაა შემცირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. რაც შეეხება ზოგადად საკითხს, ნამდვილად ასეა, გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი, ეს არის შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასების გამო და ამაზე ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მათ შორის იმ პერიოდში, როცა ჩვენ ბიუჯეტი გაგვქონდა საქართველოს პარლამენტში გასული წლის ბოლოს”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ (14 133 000 ლარით) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.9%-ით გადააჭარბა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42