პაატა ბურჭულაძე და პარტია სახელმწიფო ხალხისთვის დღეს ხაშურში იმყოფებოდა. პაატა ბურჭულაძე სხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა სადაც უმძიმეს მდგომარეობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. ადგილობრივების განცხადებით მრავალი წელია მათ წყლისა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით 600 მდე ოჯახი მუდმივად დგას საშიში დაავადებების წინაშე, განსკაუთრებით კი ვითარება მძიმდება როდესაც დიდი წვიმა მოდის. ამ დროს სასმელ წყალთან კანალიზაციის შერევა ხდება. აღსანიშნავია რომ 2013-2014 წლებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყო ბიუჯეტი თუმცა თანხა საბოლოოდ გაქრა და ვითარება უცვლელი დარჩა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას ის აუცილებელი რეფომა გააცნეს რომელიც პარტიამ სპეციალურად ადგილობრივი თვითმართველობებისთვის შეიმუშავა, რითაც ამგვარი პრობლემების გადაჭრა გახდება შესაძლებელი. რუისში პაატა ბურჭულაძე ადგილობრივ გლეხებს შეხვდა სადაც მათ პრობლემებს გაეცნო და გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის ძირეულ ცვლილებებს დაპირდა. დღის ბოლოს პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი გორში აფხაზეთის ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია სადაც აფხაზეთიდან დევნილები ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით მათი მაჟორიტარი ერთხელაც არ შეხვედრია მოსახლეობას და არ გაცნობია მათ პრობლემებს. პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლებას მოუწოდა უსწრაფესი გზებით შეხვდნენ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ დევნილებს და მათ დახმარება გაუწიონ. პარტია სახელმწიფო ხალხისთვის იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში მათი საცხოვრებელი პირობების შეცვლას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები






