“ახალი საქართველო ეს არის ჩვენი წარსულის გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე დაყრდნობით შექმნილი სრულიად ახალი პერსპექტივა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ახალი საქართველო ეს არის წარმატებული და ღირსეული ადამიანების ქვეყანა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. ახალი საქართველო არის ცოდნის საზოაგდოება, ინვესტიცია მოსწავლეებში, ეს არის ინვესტიცია ერთ ადამიანში. მეტი ცოდნა, მეტი ინსტრუმენტები, შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა. ახალი საქართველო არის ევროპულ სივრცესთან ურთიერთობის ახალი პარადიგმა. ჩვენ უნდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი ნაწილი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა შესთავაზოს ევროპას ახალი პროექტები, ჩვენ კიდევ ბევრ რეფორმას განვახორციელებთ. ახალი საქართველო არის ახალი სამუშაო ადგილები, ახლა საქართველო ფიზიკური შრომის ექსპორტის ქვეყანაა. ჩვენ აქ უნდა დავსაქმდეთ, აქ უნდა გვქონდეს შემოსავალი და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი უდნა იყოს ცოდნაზე დაფუძნებული. ახალი საქართველო ეს არის ღირსეული და პატივსაცემი სიბერე. ყველას უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილი და პენსიონერს ღირსეული პენსია“ - განცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






