ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის სოფლები ბოდბე და მაღარო დააზარალა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
რთული ვითარებაა სოფელ ბოდბეში, სადაც სეტყვამ ვენახების მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია ხორბლის ნათესები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ბოსტნეული და სხვადასხვა სახის კულტურები.
ძლიერ წვიმას და სეტყვას სოფელ მაღაროში, ქარიშხალიც დაემატა და მეურნეობის ტერიტორიაზე რამდენიმეწლოვანი ნაძვები დაამტვრია.
ორივე სოფლის მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით გლეხებს ბანკიდან სესხი აქვთ აღებული და სტიქიის შედეგეად მიყენებული ზარალი კრედიტების გადახდის საშუალებას უკარგავს. ვალის რესტრუქტურიზაციასთან ერთად ისინი კომპენსაციასაც ითხოვენ.
ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობას ვერ იწყებს, რადგან ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მისვლა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები






