"საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს და მაქვს იმედი, ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან" - ლატვიის ელჩი
პოლიტიკა - 21:07, 04 Jun, 2016     3153
როდის ამოქმედდება საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, რატომ ვერ შეთანხმდნენ ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები და რა არის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორები. "მოამბემ" ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვა და შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილეს, ლატვიის ელჩს ესაუბრა.

სანიტა პავლუტა-დესლანდესის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეუთანხმებლობის , მთავარი და ერთადერთი ფაქტორი მიგრანტთა კრიზისია.

"ძალიან რთული დებატებია, ევროკავშირში ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე, მინდა იცოდეთ, რომ არა საქართველოს გამო. რადგან არის ზოგადი შეთანხმება ორგანიზაციაში, რაზეც საწინააღმდეგო აზრი არავის აქვს, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამა ემატება კომისიის მიერ მომზადებული პოზიტიური ანგარიში, რომელიც პირველი ნაბიჯი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ მსჯელობის თემა, ანუ უვიზო რეჟიმი ძალიან მგრძნობიარე თემაა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნაში - მიზეზი საზოგადოებრივი აზრია. მოსახლეობა შეშფოთებულია იმ კითხვებით რაც უკავშირდება მიგრაციის პრობლემებს. მესამე ქვეყნების ნაკადს ევროკავშირის საზღვრებში. ასე რომ, ორგანიზაციის რიგ წევრებს აქვთ სირთულეები საკუთარ ქვეყნებში საზოგადოებრივ აზრთან. რამდენიმე წევრ სახელმწიფოში არჩევნებიც მოდის და ეს საკითხი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. დარწმუნებული ვარ რომ საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს და მაქვს დიდი იმედი, რომ ეს უფრო მოხდება ვიდრე გვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ყველა წევრი ქვეყანა უნდა იყოს თანახმა, ამას დრო სჭირდება"- აღნიშნა დიპლომატმა.

ლატვიის ელჩს უჭირს ღიად ისაუბროს იმ წევრებზე, რომლებიც წინააღმდეგნი არიან რომ საქართველოსთვის სასურველი შედეგი დღეს დადგეს და მათ დიდ ქვეყნებს უწოდებს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყანა ადგენს დღის წესრიგს. მსჯელობისას სხვა ქვეყნების კონტექსტსაც ვითვალისწინებთ, თუმცა ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ საქართველო სიაში არის ერთადერთი კანდიდატი რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა"- აღნიშნა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42