,,თბილისის აჩქარებული კურსი, დაუახლოვდეს ნატო-ს, დესტაბილიზაციით ემუქრება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის“ - მიიჩნევენ რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ-ოსეთია“ იტყობინება.
ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის წარმომადგენლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ჟენევის დისკუსიის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდამდე კონსულტაციები გამართეს.
„ცხინვალის განსაკუთრებული შეშფოთება ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნებმა გამოიწვია. საქართველოსა და მისი მოკავშირეების საშიში ქმედებისკენ აუცილებლად მივაპყრობთ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების ყურადღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 14-15 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






